23 ნოემბერია.გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული.

მინდა ყველა ქრისტიანს მივულოცო ეს დღე,ბედნიერება ,სიხარული და რაც ყველაზე მთავარია ჯანმრთელობა ვუსურვო.როცა ჯანმრთელობა გაქვს ყველაფერი მიღწევადია.
განსაკუთრებით თქვენ გილოცავთ ჩემი ბლოგის მკითხველებო ,მიუხედავად იმისა ,რომ არ გიცნობთ,მაინც ძალიან მიყვარხართ.თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად ბედნიერი ვარ ,როდესაც თითოეული თქვენგანის კომენტარს ვკითხულობ.ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხართ და სწორედ ამიტომ მინდა გისურვოთ ყველა თქვენი ნატვრის ახდენა.
წმინდა გიორგის შევთხოვ:
ყველა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს უთხრან, რომ ის განიკურნა.
ყველა ჯარისკაცის დედას უთხრან ,რომ მისი შვილი ჯანმრთელი ბრუნდება სახლში.
ყველა ბავშვს აუსრულდეს სანუკვარი ოცნება.
ყველა უსახლკაროს ქონდეს სახლი.
ყველა უშვილო წყვილს უთხრან, რომ მალე მშობლები გახდებიან.
ყველა იმედგაცრუებული მიხვდეს, რომ იმედი ბოლოს კვდება.
ყველა ბავშვთა სახლში მცხოვრებ ბავშვს უთხრან, ჩაიცვი სახლში მიდიხარ.
P.S ბოლოს მინდა ჩემს ოჯახს მივულოცო ეს დღე ,ყველა ჩემ ძვირფას ადამიანს და ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება.(შენც გილოცავ ჩემო თავო,იბრძოლე და ყველა ოცნება ერთ დღეს რელობად იქცევა)