სოციალურ ქსელ facebook.com-ის საშუალებით  გამოკითხვა ჩავატარე თუ რას ფიქრობს ხალხი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ და რამდენად მისდევენ მას.
ამ კითხვით მე ჩემს მეგობრებს მივმართე და მათი კომენტარების თქვენთვის გაცნობა გადავწყვიტე…

,,მთელი ზაფხული ვარჟიშობ ხოლმე მეტი რაღა ჯანსაღი ცხოვრება გინდა?”

,,გამომდინარე იქიდან რომ მოჭიდავე ვარ,რათქმუნდა მივდევ ჯანსაღი ცხოვრების წესს და მინდა ავღნიშნო,რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებამ ძალიან კარგი ზეგავლენა მოახდინა ჩემ ცხოვრებაზე.მას შემდეგ რაც ვარჯიში დავიწყე ცხოვრება უფრო სახალისო,აქტიური და საინტერესო გახდა.”

,,ჯანსაღი ცხოვრება ესაა სწორი კვება და ვარჟიში.არამარტო ფიზიკური არამედ ფსიქოლოგიურიც”

,,მე ჯანსაღ ცხოვრებას მივდევ.მიყვარს ჯანსაღი პროდუქტებით კვება და უპირველეს ყოვლისა ვარჯიში”

,,ჯანსაღი ცხოვრება ძალიან კარგია.ყველას ვურჩევ მისდიოს მას”

,,სპორტი – ეს არის ჯანსაღი ცხოვრების ძირითადი საფუძველი! თითქმის რამდენიმე წელია, რაც ეს გამოთქმა ჩემი მოტივაციის ამაღლების ერთ ერთი კომპონენტია. ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელობას ნიშნავს.რათქმაუნდა იგი ძალიან ფართო თემატიკაა, რომლის სრულად განხილვაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ მისი ძირითადი კომპონენტები ფიზიკური აქტიურობა, პოზიტიური დამოკიდებულება, სწორი კვება, მავნე ჩვევების უარყოფა და დღის რეჟიმია… ჩემი აზრით, ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში და სწორი კვება წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია…”

,,რა გითხრა აბა, მგონი ყველანი ვთანხმდებით რომ ჯანსაღი ცხოვრება კარგია, მაგრამ რამდენად მივდევთ მას ეს მეორე საკითხია. ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ სპორტს არ გულისხმობს, მნიშვნელოვანია სწორად კვება. საკმარისად ძილი, ხშირად სეირნობა სუფთა ჰაერზე, ამის პარალელურად უნდა ვუთხრათ არა – მოწევას, არა –სასმელს და ა.შ… ყველაფერ ამის შედეგად ვართ კარგ ფორმაში, როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანად, რადგან თავს უფრო თავდაჯერებულად, ენერგიულად და მიმზიდველად ვგრძნობთ “

P.S
იყო ისეთი კომენტარებიც, რომელთა ავტორები აღიარებენ, რომ არ მისდევენ ჯანსაღ
ცხოვრებას და ამით ამაყობენ კიდეც.მინდა ვთხოვო მათ ნუ უწევენ აგიტაციას არაჯანსაღ ცხოვრებას,არამედ მიბაძონ იმ ადამიანებს რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ.

Advertisements