28-29 დეკემბერს ქ.გორში საზოგადოება ,,ბილიკის” ინიციატივით ჯურნალისტიკის ტრენინგები ჩატარდა,რომელშიც მონაწილეობას გორის და გორის რაიონების სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები იღებდნენ.სულ 15 მოსწავლე.ტრენინგს გორში მოქმედი ჟურნალისტები ნინო ჩიფჩიური და ნინო ბოლაშვილი ატარებდნენ.ტრენინგებზე ბავშვებმა ისწავლეს სტატიისა და ჩანახატის წერა,ინტერვიუსა და ახალი ამბის მომზადება. იყო, როგორც თეორიული მასალის გაცნობა, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები.
,,ტრენინგი მიზნად ისახავს ბავშვებისათვის იმ სიძნელეების გაცნობას, რომელიც ამ პროფესიასთანაა დაკავშირებული,რათა შემდგომში ბავშვებმა უკვე კარგად იცოდნენ ეს ყველაფერი,თუ ჟურნალისტის პროფესიას შეეჭიდებიან არ გაუჭირდეთ და იყვნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები.”-ამბობს ნინო ჩიფჩიური.
ძალიან ნაყოფიერი ტრენინგები გამოდგა ,ამის თქმა დაბეჯითებით შემიძლია, რადგან მეც ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი.შევძელი მესწავლა ის ყველაფერი, რაც აუცილებელია სტატიის გამართულად წერისთვის.მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება და ვფიქრობ რომ ჩემს ბლოგს აუცილებლად შეეტყობა ის, რომ ამ ტერნინგების მონაწილე ვიყავი.იმედი მაქვს მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ და ჩემი პოსტებიც უკეთესი იქნება ვიდრე აქამდე.
        P.S ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოება ბილიკს.ის ხომ მუდამ ახალგაზრდების გვერდით დგას და ხელს უწყობს მათ განვითარებას.დიდი მადლობა ტრენერებს, რომლებმაც შეძლეს და თავიანთი აქტივობებით ძალიან დაგვაინტერესეს.დიდი მადლობა ბავშვებს ,რომლებიც ამ ტერნინგში მონაწილეობდნენ ,რომ არა ისინი მუშაობისგან ასეთ სიამოვნებას ვერ მივიღებდი.თითოეული თქვენგანი ძალიან შემიყვარდა.

Advertisements