5231v2z copy
ბოლო დროს იშვიათად შეხვდებით მოზარდს, აიპოდით ან მობილური ტელეფონის ყურსასმენებით რომ არ სარგებლობდეს. ერთი შეხედვით, ამაში საგანგაშო არაფერია – მოზარდი მუსიკას უსმენს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, როგორ ვნებს ზედმეტი ხმაური ადამიანის ჯანმრთელობას, ადვილად მივხვდებით, რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია ამ თითქოსდა უწყინარ გართობას მოზარდისთვის.

ძლიერი ხმაური სმენისთვის ძალზე საშიშია. მეტისმეტად ხმამაღალი ბგერები შიგა ყურში არსებულ მიკროსკოპულ სენსორულ რეცეპტორებს აზიანებს. სამწუხაროდ, ეს შეუქცევადი პროცესია. დაზიანებული რეცეპტორები ტვინს ბგერით ინფორმაციას ვეღარ გადასცემს.
.ბრიტანელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ სმენის გაუარესება მოსალოდნელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს ყურსასმენები დღეში 4 საათზე მეტხანს უკეთია, ხოლო ბგერის სიმძლავრე 90 დეციბელს აღემატება.

Advertisements