index
სტრესისგან რომ გათავისუფლდეთ ,ტირილს იწყებთ,ჭურჭელს ამტვრევთ?არ ღირს.
უფრო სასიამოვნო და ქმედითი ანტისტრესული მეთოდები არსებობს.ბევრ ადამიანში სიტყვა ,,სტრესი” უსიამოვნო ასოციაციებს-დაძაბულობას,გულდამძიმებულობას,დეპრესიას-იწვევს.
რა თქმა უნდა ,სტრესს ვერ გავექცევით ,მაგრამ არსებობს მეთოდები,რომლებიც სულიერი სიმშვიდის აღდგენას ეხმარება.
იმოძრავეთ და გაიღიმეთ!
ფიზიკური დატვირთვა მეტაბოლიზმს აჩქარებს და სტრესის შედეგად წარმოქმნილ ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნას უწყობს ხელს,დაძაბულობას ხსნის და ძილს აუმჯობესებს.გარდა ამისა,სპორტული მეცადინეობების დროს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონები-ენდორფინები გამოიყოფა.

სწორად ისუნთქეთ
ნერვების დაწყნარებას სუნთქვიტი ვარჯიშები ეხმარება.ღრმად ჩასუნთქვა და ნელა ამოსუნთქვა სისხლს ჟანგვაბით ავსებს და მის ტვინიკენ მიდენას ხელს უწყობს.
მგზნებარება რომ გაანელოთ და სწრაფად დამშვიდდეთ,ნელა ყლუპებით ერთი ჭიქა ცივი წყალი დალიეთ

Advertisements