21-ე საუკუნეში უამრავი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ შევიცვალოთ გარეგნობა. გამოვიყურებოდეთ უკეთ, ვიდრე ვართ ბუნებრივად. ამისათვის ათას ხერხს მივმართავთ. ზოგს გამოსდის ეს, ზოგს კი არა.თვითდამკვიდრების ერთ-ერთ საშუალებად ახალგაზრდები ტატუს იყენებენ.
არსებობს ტატუს რანდენიმე სახეობა:სამუდამო,დროებითი (ბიო ტატუ), რომელიც კანზე რჩება 2-4 კვირა და კოსმეტიკური (პერმანენტული მაკიაჯი ანუ ტატუაჟი),რომელიც გათვლილია 3-5 წელზე.
Girls-Koi-Fish-Black-Tattoo-Design-for-2011

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, მამა კონსტანტინე გიორგაძე:
“ტატუ – ეს არის ეშმაკის რუკა. უფალმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რაც საჭირო იყო, ყველაფერი მისცა. ადამიანის სხეულზე კიდევ რამის დატანა რომ ყოფილიყო საჭირო, უფალი, რა თქმა უნდა, ამას დაიტანდა და “დახატავდა”.ტატუირება უფლის საწინააღმდეგო საქმეა. ეკლესია ეწინააღმდეგება სხეულზე რაიმეს დახატვას. ეს არის სხეულის წაბილწვა.ტატუ არ არის შეწყნარებული ეკლესიის მხრიდან. ვინც ამას გააკეთებს, ცოდვას სჩადის და დროულად უნდა მოეგოს გონს, უნდა დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, რათა არ შეიქმნას უფლის მოწინააღმდეგე.ნივთიერება, რომელიც სხეულზე დაიტანება, არის მუდმივი და დროებითი. ტატუ მავნებელია როგორც ადამიანის ორგანიზმისთვის, ისე მისი სულისა და სხეულისთვის. ტატუ სულისთვის არის ბოროტი ძალის ზემოქმედება, ხოლო სხეულისთვის კი მავნებელია. არავინ არ იცის, თუ რა შემადგენლობა აქვს მას. იგი მინიმუმ ალერგიას იწვევს, მაქსიმუმ – შესაძლოა, რომ სისხლის ფორმულებზეც იმოქმედოს.წმინდა წერილში წერია, “სხეულს ადამიანი ფუფუნებს და უფრთხილდება”. ცუდია, რომ ადამიანი თავის სხეულზე ასეთ რაღაცებს უკეთებს. ადამიანის სხეული ხომ სულიწმინდის ტაძარია. როგორც ვიცით, ადამიანს სული და ხორცი გააჩნია. სული, რომელიც არის სხეულთან ერთად და ჩვენი სხეული გვევლინება სულიწმინდის ტაძრად. ამ ტაძრის ნებისმიერი მეთოდით შებღალვა და დაბინძურება დაუშვებელია. ტატუ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი უფლის ტაძარს რაღაცნაირად რყვნის.ტატუირება წარმართული დროიდან მომდინარეობს. ტატუ – ეს არის ეშმაკის ბეჭედი. რასაც დაიხატავ სხეულზე, ის გაქვს სულში და მისი მიმდევარი ხდები.ბევრი ახალგაზრდა გაუცნობიერებლად იკეთებს ტატუს. ეს მათ ბილწავს და უვლენს განსაცდელს, დაბრკოლებებს, რომლებიც ცოდვიდანაა გამოწვეული.მით უმეტეს, მართლმადიდებელმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ რაც აკრალულია ეკლესიისაგან, თავიდან უნდა აიცილოს. ესე იგი, უნდა ერიდოს იმ ხიფათს, რასაც ტატუირება ჰქვია”.
ტატუმ  შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები,როგორიცაა ჰერპესი,სტაფილოკოკი,სხვადასხვა სახის ალერგია,სოკოვანი დაავადებები, „B“ და „C“ ჰეპატიტი,ტუპერკულოზი და ასევე შიდსი.
ხალხში სვირინგთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი აზრია ჩამოყალიბებული.უმეტესობას მოსწონს,მაგრამ მხოლოდ სხვის სხეულზე.ვისაც აქვს,ზოგს ჯერ კიდევ არ მოჰბეზრებია,ზოგი კი უკვე ნანობს,რომ ტატუ გაიკეთა.

 

 

Advertisements