ტელეგადაცემა ,,ნიჭიერის” თითოეული მონაწილე გამორჩეული და საინტერესოა,მაგრამ ალბათ ყველას გვყავს ჩვენი ფავორიტები.არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი აზრით საუკეთესო ნომერი მამა-შვილს ზაზა და მათე აბრამაშვილებს ქონდათ.


ისინი არა მარტო მოსიყვარულე მამა-შვილი, არამედ ძალიან ძლიერი სპორტსმენები არიან.ნებისმიერი მათი შესრულებული ილეთი ძალიან დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს და რაც მთავარია მათი ნომრები სანახაობრივია.არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელიც გულგრილი დარჩა მათი ნახვის შემდეგ.ძალიან დამწყდა გული, რადგან მათ ვერ შეძლეს კონკურსის გაგრძელება,მაგრამ ისინი მაინც ჩემი(არამარტო ჩემი) რჩეულები არიან.
ბატუტზე ხტომა- სპორტის ტანვარჯიშული სახეობა,ის საქართველოში XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს გავრცელდა.უკვე 50-იან წლებში, სპორტის ეს ახალი სახეობა დაინერგა თბილისის სპორტულ სკოლებში, ფიზკულტურის ინსტიტუტში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, ცხინვალში, რუსთავში. ბატუტს, როგორც დამხმარე საწვრთნელ საშუალებას, იყენებდნენ წყალში მხტომელები, ტანმოვარჯიშეები, პარაშუტისტები.საქართველოს ჩემპიონატები იმართება 1970 წლიდან.
images
post-19-1142174416
news_650

Advertisements