ყოველი წლის 14 ნომბერს მთელი მსოფლიოს მაშტაბით დიაბეტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში 220 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული.
შესაბამისი ეფექტური ინტერვენციების გარეშე ეს ციფრი 2030 წლისთვის გაორმაგდება.
დიაბეტის მსოფლიო დღე 1991 წელს დაარსდა.14 ნოემბერი გაერომ ოფიციალურ საერთაშორისო დღედ აღიარა.
მსოფლიო დიაბეტის დღის ლოგო – ცისფერი წრეა.ცისფერი რგოლი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია.
world-diabetes-day-logo index

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები (IDF Diabetes Atlas, 5-th edition, 2012) :

  • მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული 371 მილიონ ადამიანი ცხოვრობს;
  • 2012 წელს დიაბეტით 4.8 მილიონი ადამიანი დაიღუპა;
  • დიაბეტით გარდაცვლილთა 50% 60 წლამდეა;
  • დიაბეტის სიკვდილიანობის 80%-ზე მეტს ადგილი ჰქონდა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში;
  • დიაბეტი ზრდის გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს;
  • დიაბეტით დაავადებული ადამიანების გარდაცვალების მიზეზია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან კომბინაციაში ქვემო კიდურების ნეიროპათია ზრდის ტერფზე წყლულების გაჩენის შესაძლებლობას  და საბოლოო ჯამში, კიდურების ამპუტაციის რისკს;
  • დიაბეტური რეტინოპათია, რომელიც  სიბრმავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს, ვითარდება ბადურის წვრილი სისხლძარღვების ხანგრძლივი დაზიანების შედეგად. სიბრმავის შემთხვევათა 1 % განპირობებულია დიაბეტით;
  • დიაბეტი თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია;
  • დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა სიკვდილიანობის საერთო რისკი 2-ჯერ აღემატება იგივე ასაკის დიაბეტის არმქონე პირთა სიკვდილიანობის რისკს.

ეფექტური და ხელმისაწვდომი ინტერვენციების გზით შესაძლებელია დიაბეტი და მისი გართულებები თავიდან იქნეს აცილებული. თითოეულ ადამიანს შეუძლია გარკვეული წვლილი შეიტანოს დიაბეტის ეპიდემიის შეჩერებაში და „დაიცვას ჩვენი მომავალი“.

წყარო: http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=674

Advertisements