თითოეული ადამიანის აზრი მნიშვნელოვანი და საინტერესოა ,განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი ცნობილი სახეა და ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს.სწორედ ასეთია ზურა სალუქვაძე(ვისაც ეს სახელი და გვარი არაფერს ეუბნება ,youtube-ზე ნახოს ნამდვილად არ ინანებს).
თინეიჯერებისთვის და არა მარტო მათთვის საყვარელი პოეტი.
227429_10151713162762521_1201546647_n 1003257_10151652376647521_1771244931_n 1010304_10151680201492521_1087033368_n
-გამარჯობა,პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ დამთანხმდით და დრო გამონახეთ.
-არაფრის ,მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხო
-გეტყვით რომ ჩვენი კითხვები ძირითადად ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ იქნება,რადგან ახლა ჯანსაღი ცხოვრების ადვიკატის როლში ვარ
-ძალიან საინტერესო თემაა.
-მოდი დავიწყოთ.მისდევთ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესს?
-სიგარეტს ვეწევი და ამ შემთხვევაში მოვიკოჭლებ. სულ დანებებას ვცდილობ და ჩემი რჩევა იქნება,რომ თამბაქოში არაფერი კარგი არაა.ეხლა ვარჯიშს ვიწყებ და სიგარეტსაც გადავეჩვევი.
-რამდენი წლისამ დაიწყეთ თამბაქოს მოხმარება და რამ გიბიძგათ ამისკენ?
-მოწევა ამერიკაში დავიწყე.25 წლის ვიყავი.ნოსტალგია,დეპრესია და ა.შ ამ ყველაფერმა გამოიწვია.

-საერთოდ თუ თვლით რომ გარემოს,მეგობრებს,ახლობლებს შეუძლიათ ამ საკითხში ადამიანზე ზემოქმედების მოხდენა?
-საერთოდ ადამიანი ყველაფერს თვითონ წყვეტს,მაგრამ გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად.ჩემ შემთხვევაში ამერიკელი  მეგობრების 90% ეწეოდა და ამან ნამდვილად იმოქმედა.
-როგორც ვიცით ცხოვრება მრავალ სტრესთანაა დაკავშირებული.თქვენი აზრით როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი ამ ყველაფერს ნარკოტიკების,თამბაქოს და სასმელის გარეშე?
სწორედ რომ ნარკოტიკებით, სიგარეტით და სასმელით ამ ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარება შეცდომაა.მთავარია ადამიანმა საკუთარი თავის ირწმუნოს და ყველაფერი გამოუვა
-რას ურჩევდით მომავალ თაობას?
ახალგაზრდა თაობას ვურჩევ იმას, რომ ისწავლონ და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ, საკუთარი თავის ირწმუნონ რაც მთავარია.
-ძალიან დიდი მადლობა ,მართლაც რომ ძალიან კარგი რესპოდენტი ხართ.
P.S იტერვიუ http://www.healthyyoung.wordpress.com -საკუთრებაა,დაკოპირების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ წყარო.

ეს კი თქვენ საჩუქრად,ჩემი საყვარელი ლექსები მისი შემოქმედებიდან..


Advertisements