ქ.გორში ცხოვრობს 15 წლის გოგონა, მარიამ ტატუნაშვილი.ერთი შეხედვით სხვებისგან არაფრით გამორჩეული ,დადის სკოლაში, ყავს მეგობრები ,ერთობა მათთან ერთად და ა.შ მაგრამ ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩანს ასე. ის მართლაც ,რომ გამოირჩევა თანატოლი გოგოებისგან.საქართველოში არ დარჩენილა  თითქმის არც ერთი ტურნირი კიკ-ბოქსინგში ,რომლის პრიოზიორიც მარიამი არ არის.მე გადავწყვიტე ის უფრო ფართო საზოგადოებისთვისაც გამეცნო და ინტერვიუ ჩავწერე მასთან.

DSCN1218

-გამარჯობა ,მარიამ დიდი მადლობა ჩემთვისაც, რომ გამონახე დრო.
-არაფრის,ძალიან მიხარია ჩემით რომ დაინტერესდით.
-რამდენი წლისამ გადაწყვიტე სპორტის ამ სახეობით დაკავებულიყავი?
– პატარაობიდანვე  ძალიან მომწონდა კიკ-ბოქსინგი,თანაც ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია სპორტი.10 წლის ვიყავი, როდესაც პირველად სავარჯიშო დარბაზში მივედი და მას მერე ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
-რა რეაქცია  ჰქონდა საზოგადოებას შენს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?როგორ მიიღეს შენმა მშობლებმა და მეგობრებმა შენი ასეთი დაინტერესება კინგ-ბოქსინგის მიმართ?
-გაგიკვირდებათ და მამას ძალიან გაუხარდა ,აი დედას რაც შეეხება თავიდან ვერაფრით გამიგო ,მაგრამ საბოლოოდ მაინც შეეგუა.მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ გოგოსთვის არ იყო შესაფერისი სპორტი.
-მოდი აღგვიწერე ერთი შენი ჩვეულებრივი დღე.
-დილით 6 საათზე ვდგები და მივდივარ სავარჯიშოდ,შემდეგ სკოლაში მივდივარ ,იქიდან პირდაპირ ვარჯიშზე ,შემდეგ სახლში ,საღამოს გაკვეთილებს ვამზადებ.მოკლედ გადარბენაზე ვარ.
-შენი მიღწევების შესახებ რას გვეტყვი?
– 2011-2012 წლებში გავხდი საქართველოს ჩემპიონი, 5-ჯერ რესპუბლიკის, ერთხელ კავკასიის , გავიმარჯვე მსოფლიო თასის გათამაშებაზე თურქეთში.

DSCN1205 DSCN1207 DSCN1209 DSCN1221 DSCN1211DSCN1208
DSCN1213
DSCN1204


-და ბოლოს რას ეტყოდი ჩვენს მკითხველს.
-პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს აჩი ჯეირანაშვილს.ყველას ვურჩევ იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით ,დაკავდეს სპორტით,იბრძოლოს და მიზანს აუცილებლად მიაღწევს!
-დიდი მადლობა მარი,ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი.კიდევ უფრო მეტ წარმატებას გისურვებ.

Advertisements