ის რის შესახებაც  დავწერ, არა მარტო გორის პრობლემაა, არამედ მთელი საქართველოსი.
ვწერ ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, ვარჩევ რა არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო და რა სასიკეთო.ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ დღეს როდესაც ვნახე როგორ იღებდა  მშიერი ბავშვი ფუნთუშის ნაჭერს მიწიდან და ჭამდა, გული დამეწვა.
2

შესაძლებელია ადამიანი ჯანმრთელი და სრულფასოვანი გაიზარდოს როცა ასეთ პირობებში ცხოვრობს?!
a41b637eab63
ალბათ, ჩვენ  ხშირად ჩვენი ცხოვრების გამო უკმაყოფილებას რომ გამოვთქვამთ, დაფიქრება გვმართებს .აქვს კი სხვას ის, რასაც ჩვენ არაფრად მივიჩნევთ?
ე.წ ,,ქუჩის ბავშვები” მხოლოდ იმას ნატრობენ როგორმე საკვები და თავშესაფარი მოიპოვონ,ამის მაგალითებს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ.მათი სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხის წინაშე დგას. რათქმაუნდა მშიერი ბავშვი, რომელიც საკვებს იპოვის არ დაფიქრდება იმაზე, თუ რამდენამ მავნებელია ის მისი ორგანიზმისთვის. საკვები შესაძლებელია მომწამვლელი აღმოჩნდეს და სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
იმის შანსი რომ ასეთ პირობებში მყოფი ბავშვი ნარკოტიკების,ალკოჰოლის და თამბაქოს მომხმარებელი არ გახდება ძალიან მცირეა.
index
,,ქუჩის ბავშვები” ჩვენი საზოგადოების დაკარგული ნაწილია, თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებითა და პოტენციალით.
როგორ შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე გვესმის, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარუფლებიანია, ცხოვრობდნენ ბავშვები (უმეწეოები, დაუცველები)და ისინი სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ ახსენდებოდეს, როდესაც თავად სჭირდება.
და ბოლოს ,,საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?! ” 😦

Advertisements