ზაფხული წელიწადის ის დროა, როცა ყველაფერი სასიამოვნოა.არდადეგები,მეგობრებთან ერთად ყოფნა,გართობა,ზღვა და გარუჯული სხეული.(ეჰ ამ სიცივეში კი მომინდა ზღვა 😀 ).
aaaaaaaaaa large
ალბათ არ არსებობს სამოსი ,რომელსაც გარუჯულ სხელზე ვერ მოიხდენ.მაგრამ ლტოლვამ იმისაკენ რომ შოკოლადისფერი კანი გქონდეს შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.(ლეღვის ფოთლების ნახარშით გარუჯვამ რა შედეგამდეც მიიყვანა საქართველოს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ყველამ კარგათ ვიცით)
სოლარიუმის ,,მსხვერპლი” კი ნახევარ საქართველოზე მეტია.გამიგია ამბობენ ის ,,მსხვერპლს” ნარკოტიკივით იზიდავს და თუ ერთხელ გაებმები მის მახეში ვეღარასდროს დააღწევ თავსო.უკვე დიდი ხანია ექიმები მის მავნებლობაზე საუბრობენ.სოლარიუმში “ნებივრობისას” ტვინში ისეთი ეფექტი მიიღწევა, რაც ამ პროცესის გახანგრძლივების დაუოკებელ სურვილს იწვევს.
56945solariumi images
მაგრამ თუ რამდენიმე წეს დაიცავ შესაძლებელია მიიაღწიო სასურველ შედეგს ყოველგვარი გართულებების გარეშე.
1) ნუ ესტუმრები სოლარიუმს ძალიან ხშირად.
2)შეეცადე გააკეთო სწორი არჩევანი,იხელმძღვანელე ხარისხით
3)სოლარიუმში გარუჯვისას აუცილებლად უნდა გაიკეთოთ მზის ან სპეციალური დამცავი სათვალე, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება მავნეა არა მარტო კანისთვის, არამედ თვალებისთვისაც
4)აუცილებლად წაისვით სოლარიუმში გარუჯვისთვის საჭირო სპეციალური კრემი ან ლოსიონი
5)აუცილებლად დაიცავით თმა. როგორც ცნობილია, სოლარიუმშიც და მზის პირდაპირი სხივების ქვეშაც თმა ზიანდება, იწვება, თავის კანი შრება და უხეშდება, კარგავს ბზინვარებას

Advertisements