ააააააააააააააააააააააააააა
1.თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს.
2.ნიკოტინი არის ისეთივე ნივთიერება, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი.
3.ნიკოტინი საწამლავია, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს.
4.ერთი წვეთი ნიკოტინი კლავს საშუალო წონის ადამიანს.
5.თამბაქოში შემავალი ნიკოტინი იწვევს რა მძიმე დაავადებებს, ადამიანს კლავს თანდათანობით.
აააააა
6.ნიკოტინი ჩასუნთქულ კვამლთან ერთად ჩადის ფილტვებში, სწრაფად გადადის სისხლში და თავის ტვინს აღწევს 8 წამში.
7.თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობას (გარდა ნიკოტინური ალკალოიდებისა) ფისი ეწოდება.
8.თუ ადამიანი დღეში ეწევა 20 ღერ სიგარეტს, წლის განმავლობაში მის ფილტვებში ილექება 1 ლიტრი ფისი.
9.თამბაქოს კვამლი (ფისი) შეიცავს 4 000-ზე მეტ ნივთიერებას.
10.კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას.
ააააააააააააააააააააა
11.თამბაქოს კვამლში შემავალი 40 ნივთიერება იწვევს სხვადასხვა  სიმსივნეებს.
12.თამბაქოს კვამლი შეიცავს ამონიუმს (გამოიყენება ტუალეტის ნიჟარის საწმენდად) და დარიშხანს (თაგვების საწამლავი).
13.თამბაქო სიკვდილიანობაში ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
14.პროგნოზების მიხედვით, 2020 წლისათვის თამბაქო ავადობისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი იქნება, რადგან მისგან ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი დაიღუპება.
15.იმ მწეველებში, რომელთა ასაკი 18 წელია, უკვე აღინიშნება გულის დაავადების ნიშნები.
images
16.ერთი ღერი სიგარეტი მწეველის სიცოცხლეს 7 წუთით ამცირებს.
17.მიუხედავად მარკის, ხარისხის და ფასისა არ არსებობს ჯანმრთელობისათვის უვნებელი თამბაქოს პროდუქცია.
18.საქართველოში სიგარეტის წევის შედეგად ყოველწლიურად 8-12 ათასი ადამიანი იღუპება, მსოფლიოში 3-4 მილიონი.
19.თამბაქოს მიზეზით მსოფლიოში ყოველ 10 წამში ერთი მწეველი იღუპება.
20.საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის მწეველებში იმპოტენციის განვითთარების რისკი 72%-ით მეტია, ვიდრე არამწეველებში.
1002581_716370355047799_1955998917_n
21.მწეველების 40% თავიდან მოიხმარდა 1-2 ღერ სიგარეტს, მიუხედავად ამისა, ისინი თამბაქოზე დამოკიდებულნი გახდნენ.
22.თუ თამბაქოს მოხმარებას არ დაიწყებ 18 წლამდე ასაკში, შენი შანსი გახდე მწეველი 70%-ით მცირდება.
23.თამბაქოთი გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა ხელს უწყობს საქართველოში ეკონომიკური კრიზისის განვითარებას.
24.გარდა მძიმე დაავადებებისა, თამბაქო იწვევს პირიდან და თმებიდან უსიამოვნო სუნს, თითებისა და კბილების გაყვითლებას, ტანსაცმელს საფერფლის სუნი ასდის.
25.თამბაქოს კომპანიები ცდილობენ თავისი პროდუქციის რეკლამირებას, რათა მიიღონ მაქსიმალური მოგება მწეველის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე.

Advertisements