ძალიან მაინტერესებდა რა სიტუაცია იყო ჩემს ქალაქში(გორში) თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით. ამიტომ გადავწყვიტე ჩამეტარებინა გამოკითხვა.
გამოიკითხა 136 ადამიანი.აქედან 66 თამბაქოს , ხოლო 70 ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით.

შედეგები ასეთია:
გამოკითხული 30 მამაკაციდან თამბაქოს ყოველდღიურად მოიხმარს- 52%,ხანდახან -10%,საერთოდ არ მოიხმარს- 38%.
გამოკითხული 36 ქალბატონიდან თამბაქოს ყოველდღიურად მოიხმარს- 3%,ხანდახან- 9%,საერთო არ მოიხმარს-88%.

გამოკითხული 40 მამაკაციდან ალკოჰოლს ყოველდღიურად მოიხმარს- 4%,კვირაში ერთხელ -9%,თვეში ერთხელ -32%,საერთოდ არ მოიხმარს -55%.
გამოკითხული 30 ქალბატონიდან ალკოჰოლს ყოველდღიურად მოიხმარს-3%,კვირაში ერთხელ-5%,თვეში ერთხელ-21%,საერთოდ არ მოიხმარს -71%.
(მაინც საქართველოა და რამდენად გულწრფელი იყო თითოეული გამოკითხული ეს სხვა საქმეა ,მაგრამ შედეგებიდან ჩანს ,რომ არც ისე სავალალო მდგომარეობა გვაქვს)

გამოკითხულთა ასაკი 16-დან 62 წლამდეა.
1383786_709976865698872_1597904899_n 1451488_709976832365542_1858896166_n

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს რომლებიც დამეხმარნენ ამ გამოკითხვის ჩატარებაში

Advertisements