21-ე საუკუნეში როცა ტექნოლოგიები ასე განვითარებულია,ბევრი მშობელისგან გაიგონებთ ფრაზას:
,,ჩემი შვილი მუდმივად კომპიუტერზე ზის,სხვა ვერაფერზე გადავატანინე ყურადღება ,აღარც მეგობრები აინტერესებს და აღარც სწავლა”
a14245

მართლაც რომ ინტერნეტდამოკიდებულება ჩვენი საუკუნის მოუგვარებელი პრობლემა,რომელსაც ეპიდემიას შევადარებდი..
ის მოდებულია მთელ მსოფლიოში და ჩინელი მეცნიერების აზრით ისეთივე ზიანს აყენებს თავის ტვინს, როგორსაც ალკოჰოლი,თამბაქო და ნარკოტიკები.
44636313_internet_zavisimost

ინტერნეტის ავკარგიანობაზე ბევრი საუბრობს და არავინ მალავს რომ ამ სფეროში უამრავი პრობლემა იჩენს თავს.
ბოლო მონაცემებით, ვირტუალურ სამყაროზე, სხვადასხვა ფორმით, ყოველი მესამე ადამიანია დამოკიდებული. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც, უკანასკნელი მონაცემებით, ყოველ წუთში ინტერნეტით საშუალოდ 168 მილიონი წერილი იგზავნება.
e183a2e183afe18399e183af

ინტერნეტ-დამოკიდებულება მარტივად ჩნდება. სპეციალისტები მის გამომწვევ რამდენიმე ძირითად მიზეზსაც გამოყოფენ: თამაშები, ჩატები, ინფორმაციის მიღების სურვილი, ფორუმები, გაცნობის საიტები და პორნოგრაფიული რესურსები, თუმცა მათ შორის ყველაზე მთავარი სოციალურ ქსელები
facebook-addict

აი კომპიუტერული დამოკიდებულების ზოგიერთი ნიშანი:

  • ვირტუალურ სივრცეში შესვლით გამოწვეული ეიფორია;
  • ინტერნეტის გამო უარის თქმა ჭამასა და ძილზე;
  • ეკრანთან მრავალი საათის გატარება;
  • მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება;
  • ელექტრონული ფოსტის განუწყვეტლივ შემოწმების სურვილი;
  • საოჯახო საქმეების მიმართ ინტერესის დაკარგვა, ახლობელთა სათხოვრის იგნორირება;
  • გაღიზიანება, როცა ვინმე ან რამე აიძულებს მათ, ინტერნეტს მოსწყდნენ.

 

Advertisements