ყველამ იცის, რომ სრულფასოვანი ძილი ჯანმრთელობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

woman-sleeping-in-bed-600x350

საკმარისია, ჯეროვნად ვერ გამოიძინო, რომ მთელი დღე დაკარგულია: საქმეზე კონცენტრირებას ვერ ახერხებ, ავტომობილის მართვა გიჭირს…

job-sleep
თანამედროვე ადამიანს კი იმდენი საზრუნავი აქვს, რომ, თუმცაღა თვალის მოსახუჭადაც არ სცალია, სრულფასოვანი ძილი ჰაერივით სჭირდება.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე თითქმის ერთსა და იმავე დროს იღვიძებენ. ამ ბუნებრივი მაღვიძარას არსებობა განპირობებულია სხვადასხვა სტრესული სიტუაციებით.

 

მოზარდებს მინიმუმ 10 საათი ძილი ესაჭიროებათ, ასე რომ თუ ბავშვს ადგომა არ უნდა ე.ი. მას საკმარისად დიდ ხანს არ უძინია.
ზრდასრულ ადამიანებისთვის კი უკვე 8 საათი ძილიც საკმარისია.
65 წელს გადაცილებულთათვის კი საშუალოდ 6. ამასთან, ქალებს ერთი საათით მეტი მაინც უნდა ეძინოთ ვიდრე მამაკაცებს.

ჩვენი ძილის ხარისხზე ძალიან ბევრი რამე ახდენს ზეგავლენას. ძირითადი ფაქტორებია:

  • დიეტა, ანუ  რას მივირთმევთ
  • ის გარემო, სადაც გვძინავს
  • სტაბილურობა/რეჟიმი
  • ვარჯიში


    გამოუძინებლობის შედეგები

     

    ხანმოკლე შედეგები
    ▪ თვლემა

    ▪ გუნების მოულოდნელი ცვლილებები

    ▪ მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითება

    ▪ შემოქმედებითი თუ სხვადასხვაგვარი საქმის შესრულების, აგრეთვე დაგეგმვის უნარის დაქვეითება

    ▪ ყურადღების გაფანტვა

     

    ხანგრძლივი შედეგები
    ▪ გასუქება

    ▪ ნაადრევი დაბერება

    ▪ ქრონიკული დაღლილობა

    ▪ ინფექციებით, დიაბეტით, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებით დასნეულების საფრთხის ზრდა

    ▪ მეხსიერების ქრონიკული დაქვეითება

Advertisements