პირველი ჯგუფის სისხლის მქონენი არიან იღბლიანნი, მებრძოლნი, ხშირად ლიდერობენ ბიზნესში, სპორტში, ხელოვნებაში. ხანდახან ისინი უხეშობითა და სისასტიკითაც კი გამოირჩევიან. მიზნის მისაღწევად უკანდახევა არ ახასიათებთ.

მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები გამოირჩევიან გულმოდგინებით, მომხიბვლელობით. შეუძლიათ იმუშაონ ძლიერი სტრესის პირობებში.

მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან მგრძნობიარენი, მელანქოლიურნი, თავაზიანნი, მაგრამ ძალიან მომთხოვნი თავის თავისა და სხვების მიმართ.

მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ხასიათდებიან ემოციური ხასიათით, უყაირათობით. ვერ ახერხებენ ფინანსების სწორად განაწილებას. არ არიან გამჭრიახი გონების მქონენი. მათ ახასიათებთ შინაგანი კონფლიქტები და ნაკლებად აღწევენ წარმატებას პირად ცხოვრებაში.

Advertisements