სპორტი როგორც ფიზიკური ისე გონებრივი აღზრდის ერთ-ერთი მეთოდია.
სპორტის მიმდევრები რომ გაცილებით ჯანმრთელები არიან ამაზე უკვე აღარავინ დავობს.ბავშვს პატარა ასაკიდანვე ძალიან დიდი ენერგია აქვს და აუცილებელია მშობელმა მას სწორად შეურჩიოს სპორტის ის სახეობა რომელიც მისთვის საინტერესოა .ამით ბავშვი თავის ენერგიას სწორ მიმართულებსაც მისცემს,საკუთარი თავის კონტროლსაც ისწავლის და დისციპლინასაც მიეჩვევა.
ყველაზე სასარგებლო სპორტის სახეობად ექიმები ცურვას მიიჩნევენ,რომლის სწავლა ძალიან ადრეული ასაკიდანვე შეიძლება.ის ხელს უწყობს ადამიანის ჩონჩხის სწორ ჩამოყალიბებას.
არსებობენ სპორტის სახეობები,რომლებიც ადამიანის სხეულს მოხდენილს და მოქნილს ხდის.მაგალითად :ტანვარჯიში,ციგურებით სრიალი და სხვა.
სპორტის სახეობების ჩამოთვლისას, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ის სახეობები, რომლებიც არ მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას ,მაგრამ აუცილებელია ჩვენი გონების ვარჯიშისთვის .
ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა.