თინეიჯერი-ეწოდება მოზარდს რომლის ასაკიც 13-იდან  19 წლამდეა.სწორედ ამ ასაკში ხდება ადამიანის ჩამოყალიბება პიროვნულად,ეს ის დროა როდესაც ჩვენ(თინეიჯერებმა)უნდა ავირჩიოთ საკუთარი მომავალი..
67209331579381122107

ფსიქოლოგები ფიქრობენ რომ ამ ასაკში ხშირია დეპრესიები,რაც გამოწვეულია საკუთარი თავის თვითშეფასების ჩამოუყალიბებლობით.ამ დროს ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს თინეიჯერის განვითარებაზე

tumblr_mcolz0hyxm1r5a6edo1_500_large

მათ შორის 3 განსაკუთრებულად. ესენია:სახლი,სკოლა და ქუჩა

სახლი -ეს ის ადგილია სადაც მოზარდი ჩამოყალიბების პირველ ეტეპებს გადის.იღებს დაწყებით განთლებას და სწავლობს ელემენტარულ ქცევის ნორმებს ,მაგრამ შესაძლებელია ოჯახმა ცუდი ზეგავლენაც მოახდინოს ბავშვზე

74c984619131dc3451ff028eefc6c13d

სკოლა

-უკვე სკოლაში ხდება ბავშვის თანატოლთა წრეში მოხვედრა. მის პიროვნების განვითარებაზე უდიდეს როლს ითამაშებს ის წრე (კლასელები,მასწავლებლები,მეგობრები,ახლობლები)რომელთანაც ექნება ურთიერთობა

edu-21 02256a4a0463

ქუჩა-პირველი და მეორე ფაქტორისგან განსხვავებით აქ მოზარდი უფრო მეტად ცუდ გამოცდილებას აგროვებს ,ვიდრე კარგს…სწორედ აქ ხდება თინეიჯერების ორ კატეგორიად დაყოფა-სკოლაში მოსიარულეები და არა მოსიარულეები.ჩვენდა სამწუხაროდ ძალიან ბევრ ჩვენ თანატოლს ხიბლავს ქუჩა და საკუთარი პრობლემების მოგვარების ერთადერთ საშუალებად მიაჩნია,ამის გამო ისინი ძალიან ბევრ გაუგებრობაში ეხვევიან და შესაძლებელია სავალალო შედეგებით დასრულდეს ეს ყოველივე.

e183b0e18392e183a4e183af  images4

გამოიყოფა წინდახედული, პასიური და წინდაუხედავი მოზარდი.

წინდახედული მოზარდი ყოველთვის ფიქრობს მომავალზე და თავის მიზნებზე .. იყოს უკეთესი , ვიდრე მშობელი ან ვინმე სხვა ვინც პიროვნების მაგალითად მიაჩნია.. ასეთი ადამიანი 11-13 წლის ასაკიდან იწყებს ბრძოლას გამოძვრეს ბავშვობიდან და აძვრეს იმაზე მაღლა, ვიდრე თავისი თანატოლები
e18399e18399e183afe183b0e1839a

წინდახედული მოზარდის ცხოვრება რომ წარმატებით სრულდება ადვილი მისახვედრია.. ასეთ ბავშვებს ყოველთვის უჩნდებათ კითხვები, რომლებსაც პასუხობენ, ან ცდილობენ ეს უკანასკნელი რამენაირად მოუძებნონ. ზოგადად ადამიანს აუცილებლად გაუჩნდება მილიონობით კითხვა ცხოვრებაში, ზოგს გვიან , ზოგსსაც ადრეულ ასაკში. პატარაობიდან ჩამოყალიბებული ძლიერი ინტერესი წარმატების დიდი საფუძველია. წინდახედული მოზარდის გონება, სწორედ ამ გაუთავებელ ფიქრში და გაუგებრობებში ვითარდება.

მოზარდთა უმეტეს ნაწილს პასიურები შეადგენენ, განსაკუთრებით კი საქართველოში. მათი ცხოვრება შეიძლება იყოს , როგორც ხმაურიანი, ისე ჩუმი და მყუდრო , ეს ადამიანზეა დამოკიდებული , მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი.

წინდაუხედავი მოზარდი ძალიან ადვილი აღმოსაჩენია.. ასეთი ადამიანი ხშირად ვერ ახერხებს (ან თუ ახერხებს ,გვიან) ბავშვურ მავნე ჩვევებიდან გამოღწევას , მიუხედავად იმისა მას სიგარეტი ექნება თუ არა პირში გარჭობილი, ბავშვური ბუნება ყოველთვის ილტვის იმ ოდნავი სიამოვნებისკენაც კი, რაც გზაზე დახვდება.. ძალიან ხშირია ასეთი მოზარდების ფიზიკური დაპირისპირება, იმდენად ხშირი, რომ უკვე არავის უკვირს, მაგრამ ზოგჯერ პირიქითაც ხდება.

 

Advertisements