მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიცილი ისევე აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესი, ძილი და სპორტი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის წამყვანი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სიცილი საუკეთესო, ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. არც თანამედროვე მედიცინა უარყოფს იმ ფაქტს, რომ ღიმილი არაერთი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვისაა რეკომენდებული.

მაგრამ იმისთვის რომ ლამაზი ღიმილი გქონდეს აუცილებელია მოუარო კბილებს .ამისათვის კი რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინო,რათა სასურველ შედეგს მიაღწიო.
1)გაიხეხე კბილები დღეში ორჯერ-დილით საუზმის შემდეგ და საღამოს ძილის წინ.კბილების გახეხვას უნდა დავუთმოთ საშუალოდ 3-5 წუთი.

        2)კბილების გახეხვის დროს, ჯაგრისს ძალას ნუ დაატან. შეიძლება ღრძილები დაიზიანო.

3)უნდა მიირთვა კბილებისთვის სასარგებლო პროდუქტები:

  • ბოსტნეული,

  • ზღვის პროდუქტები,
  • ხილი,
  • რძის პროდუქტები.

    4)საკვების ყოველი მიღების შემდეგ აუცილებელია წყლის გამოვლება. ეს დაგეხმარებათ საკვების წანილაკების კბილების ნაპრალებიდან მოშორებაში და შეანელებს ნადების წარმოქმნის პროცესს.

    5)მიუხედავად იმისა გაწუხებთ თუ არა კბილები მაინც საჭიროა წელიწადში ორჯერ მაინც ეწვიოთ სტომატოლოგს.

    6) მოერიდე ტკბილეულს ძილის წინ.

 

Advertisements