დეპრესია არის ადამიანის დროებითი მდგომარეობა და არა უკურნებელი დაავადება.

დეპრესიის დროს ადამიანი თავს მარტოსულად გრძნობს,უჩნდება გრძნობა რომ მისი არავის ესმის ,კარგავს ცხოვრებისეულ ინტერესებს და საკუთარ თავში იკეტება..

დეპრესიის გამომწვევი შეიძლება ბევრი მიზეზი იყოს,მაგალითად:

  • ხშირი წარუმატებლობა,

  • მეგობრების სიმცირე,

  • ოჯახთან დაძაბული ურთიერთობა,

  • ცხოვრებაში განხორციელებული ცვლილებები,

  • გარდა ამისა არსებობს სეზონური დეპრესია ამ მხრივ ყველაზე მეტად შემოდგომა გამოირჩევა,რაც გამოწვეულია ამინდის მკვეთრი ცვილებით..

როდესაც ადამიანს დეპრესიის ნიშნები აღენიშნება ,მან აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს.

ხშირად დეპრესია ,უბრალო უხასიათობა გონიათ და ცდილობენ თავადვე დააღწიონ თავი ,მაგრამ ეს ძალიან რთულია და მხოლოდ გამონაკლისები ახერხებენ ამას.
შესაძლებელია დეპრესიამ სისტემატიური ხასიათი მიიღოს და ამან სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს…

დეპრესიულ ადამიანებს უჭირთ ძილი ამის გამო ისინი ძლიერ საძილე საშუალებებს იღებენ და ხდებიან მათზე დამოკიდებულები.

მიუხედავდ ყველაფრისა დეპრესია განკურნებადია,პაციენტების 80% სრულიად იკურნება.

დეპრესიის თავიდან აცილება შესაძლებელია თუკი ადამიანი ჯანსაღად იცხოვრებს,ექნება საკუთარი მიზნები და მისწრაფებები,მისი ცხოვრება არ იქნება ერთფეროვანი და იპოვის ძალას შეცვალოს ის უკეთესობისკენ.

Advertisements