ნარკომანია მხოლოდ დავადება არ არის. ეს არის არჩეული ცხოვრების წესი ,რომელსაც ადამიანი ინტელექტის,სხეულისა და სულის განადგურებისკენ მიყავს.

დადგენილია რომ ნარკოტიკების მოხმარებისკენ რამდენიმე ცხოვრებისეული ფაქტორი უბიძგებს ადამიანს ესენია:

  • ცნობისმოყვარეობა,
  • მოწყენილობა,


    • თვითრწმენის არ ქონა,
      • დეპრესია,
  • ოჯახში,მეგობრებში ,არსებული პრობლემები და სხვა.

 

როგორც ვხედავთ მიზეზი ძალიან ბევრია,მაგრამ მიუეხედავად ამისა უნდა იპოვო საკუთარ თავში ძალა და არ გაეკარო ნარკოტიკს (თავის დანებება ძალიან ძნელია),რადგან ნარკოტიკი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა და იწვევს დამოკიდებულებას.

როდესაც ნარკომანები გადაწყვეტენ თავი დაანებონ მოხმარებას მათ ფსიქიკური დარღვევების სინდრომი,ფიზიკური დამოკიდებულება უვითარდებათ და ისევე არ შეუძლიათ ნარკოტიკის გარეშე სიცოცხლე ,როგორც ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანს ჰაერის გარეშე.

ამან შესაძლებელია თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს მომხმარებელი.

მარიხუანას  მომხმარებელს გზაჯვარედინზე მყოფ ნარკომანს უწოდებენ,რადგან ირკვევა რომ მომხმარებელთა უმრავლესობა ადრე მარიხუანას მოიხმარდა..

და სწორედ ამიტომ ყველაზე მეტად მარიხუანას მოხმარებას უნდა უფრთხილდეს მოზარდი ,რომელსაც მიდრეკილება აქვს ნარკომანიისაკენ..

პათოლოგიებით დაბადებული ბავშვების უმრავლესობის მშობლები ნარკოტიკების მომხმარებლები არიან..

ნარკოტიკებს ორ ჯგუფათ ყოფენ ლეგალურად და არალეგალურად..არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება და რეალიზაცია ისჯება კანონით.

Advertisements