არსებობს უამრავი საშუალება, რომლითაც შესაძლებელია გაერთო და თან არანაირი ზიანი არ მიაყენო შენს ჯანმრთელობას.სამწუხაროდ მოზარდების ნაწილი გართობას მხოლოდ გაუთავებელ სმაში და მეგობრებთან ერთად ჯგუფურად სიგარეტის მოწევასა თუ ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს..
მინდა ყველას ვუთხრა რომ ჯანსაღი ცხოვრებით შესაძლებელია გაერთო და ისიამოვნო ცხოვრებით,მითუმეტეს რომ შენ გაცილებით მეტ ხანს იცოცხლებ..

პირველ რიგში უარი უნდა თქვათ კომპიუტერთან ღამის თენებაზე,

გასართობ დაწესებულებაში დილამდე ცეკვაზე(არ უნდა აკრძალოთ,მაგრამ სისტემატიური ხასიათი არ უნდა
მიიღოს),რადგან კარგი ძილი ლამაზი დღის საწინდარია

უნდა იკვებოთ ჯანსაღი პროდუქტით,

არ უნდა მიიღოთ მხოლოდ სწარფი კვების პროდუქტები,

უნდა მირთვათ ხილი და ბოსტნეული,

დიდი რაოდენობით სითხე (ჩაი საუკეთესო შემთხვევაში,ყავის მიღება არაა რეკომენდირებული რადგან დამოკიდებულებას იწვევს)

შეგიძლიათ გართობის საშუალებად აირჩიოთ ისეთი რაღაცეები ,რაც ადრე აზრდაც არ მოგდიოდათ .მაგალითად:შეავსოთ კროსვორდები,მოძებნოთ სასურველი ლიტერატურა და წაიკითხოთ.

კარგი იქნება თუ რომელიმე სპორტის სახეობით დაკავდებით ,ამით თქვენს ჯანმრთელობას დიდ სამსახურს გაუწევთ.

მეტი იმოძრავეთ. უკვე დამტკიცებულია, რომ დღეში 8-10- წუთიანი ვარჯიშიც კი საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. სხვადასხვა სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები ყველაზე ხშირად მათ ემართებათ, ვინც საკუთარ ტკივილს არავის უმხელს.

ალბათ ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ძალიან რთული შესასრულებელია,მაგრამ მთავარია მონდომება და იმის გაცნობიერება რომ თუ უარს ვიტყვით არაჯანსაღ ცხოვრებაზე ჩვენი სიცოცხლე გახანგრძლივდება და უფრო მეტი დრო გვექნება ჩვენი მიზნების მიღწევისთვის და საყვარელ ადამიანებთან ყოფნისთვის.

Advertisements